ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ერთობლივი პროექტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხსიერების კვლევების კავკასიური ცენტრი ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელ პროგრამასთან ერთად გეგმავს ზეპირი ისტორიების საზიარო პროექტის შესახებ ვებრესურსის შექმნას.

პლატფორმაზე წარმოდგენილი იქნება ამ თანამშრომლობის შედეგები, კერძოდ, ზეპირი ისტორიები იმ ქართველებისა, რომლებიც საქართველოს უახლესი ისტორიის კრიტიკული მომენტების შესახებ თავიანთ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე მოგვითხრობენ.

როექტი მიზნად ისახავს ქვეყნის ახლო წარსულის წყალგამყოფი პოლიტიკური მოვლენებისა და პროცესების მონაწილე თუ მომსწრე ადამიანთა პერსპექტივების და, ზოგადად, ამ ტიპის პირველწყაროების, საფუძველზე საქართველოს უახლესი ისტორიის შესწავლის ხელშეწყობას.

2024

ბანერები