ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა აქამდე უცნობი კუდფეხიანების ორი სახეობა აღწერეს

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა შალვა ბარჯაძემ და ეთერ მაღრაძემ პაველ ჯოზეფ საფარიკის უნივერსიტეტის (კოშიცე, სლოვაკეთი) მკვლევარებთან ანდრეა პარიმუხოვასთან, ნატალია რაშმანოვასთან და ლუბომირ კოვაჩთან ერთად მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი კუდფეხიანების 2 სახეობა აღწერა. ახალი სახეობების აღწერები გამოქვეყნდა ჟურნალ Zootaxa-ში.

ერთი ახალი სახეობა Plutomurus kharagauliensis sp. nov. აღწერილია კოზმანის მღვიმიდან (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, საქართველო) და ხოლო მეორე ახალი სახეობა P. ruseki sp. nov. აღწერილია სლოვაკეთის სხვადასხვა რეგიონის ზედაპირული და მღვიმური ჰაბიტატებიდან. ნაშრომში მოცემულია ორივე ახალი სახეობის ილუსტრაციები და განსხვავებები სხვა მორფოლოგიურად მსგავს სახეობებთან. ორივე ახალი სახეობა არის უნიკალური თავისა და მუცლის დორსალური მაკროქეტოტაქსიებით.

ნაშრომში წარმოდგენილია დასავლეთ პალეარქტიკიდან შეტყობინებული გვარ Plutomurus-ის სახეობების სარკვევი.

სტატია იხ. ბმულზე.

2022 წელი

 

ბანერები