ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელმა მტკნარი წყლის ბეწვურების მეცნიერებისთვის ახალი სახეობა აღმოაჩინა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელმა ნუნუ კიწურაშვილმა საქართველოში აღმოაჩინა მტკნარი წყლის ბეწვურების (Nematomorpha: Gordiida) მეცნიერებისთვის ახალი სახეობა – Chordodes colchis. სახეობის სახელწოდება უკავშირდება დასავლეთ საქართველოს ძველ სახელს, კოლხეთს, სადაც ეს სახეობაა გავრცელებული.

მტკნარი წყლის ბეწვურები (Nematomorpha: Gordiida) ცხოველთა სამყაროს უძველესი ჯგუფია. ისინი ფეხსახსრიანი ცხოველების, ძირითადად ხმელეთის მწერების პარაზიტული ჭიებია, იშვიათად გვხვდებია ადამიანის ორგანიზმშიც. სხეულის აგებულებით, რთული სასიცოცხლო ციკლითა და გამრავლების თავისებურებით ბეწვურები უნიკალური ცხოველებია. ისინი გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში. ქართველი მეცნიერების მიერ საქართველოს ბეწვურების ბიომრავალფეროვნების მასშტაბური შესწავლა ხდება პირველად. კვლევა ტარდება ჰამბურგის უნივერსიტეტის პროფესორ ანდრეას შმიდტ-რეზასთან პარტნიორული თანამშრომლობით, ტრადიციული – სინათლის და მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპული მეთოდების გამოყენებით. ნაშრომი გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში “Zoosistematics and evolution“ (2017).

სტატიის სრული ვერსია იხილეთ აქ.

 

 

ბანერები