ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრებმა მრავალფეხიანის ახალი სახეობა აღწერეს

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა შალვა ბარჯაძემ და ეთერ მაღრაძემ ჩეხეთის ოლმოუცის უნივერსიტეტის მკვლევარ ივან ტუფთან ერთად აღწერეს მრავალფეხიანი ცხოველის (Chilopoda) მეცნიერებისათვის ახალი სახეობა დათვის მღვიმიდან (წყალტუბო, იმერეთი).

სტატია გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ ჟურნალ Zootaxa-ში.

ახალი სახეობა Cryptops (Cryptops) datviensis sp. nov. არის გვარ Cryptops Leach, 1814-ის კავკასიაში აღწერილი პირველი ტროგლობიონტი სახეობა და მორფოლოგიურად მსგავსია არატროგლობიტური კავკასიური სახეობის Cryptops caucasius Verhoeff, 1934-ისა, თუმცა მისგან განსხვავდება ისეთი ტიპური ტროგლომორფული ნიშან-თვისებებით, როგორებიცაა: ანტენებისა და ფეხების დაგრძელება.

სტატიაში წარმოდგენილია გვარ Cryptops-ის სახეობების სარკვევი კავკასიიდან და უზრუნველყოფილია დათვის მღვიმეში მობინადრე უხერხემლო ცხოველთა სია.

სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/3UBQ5AJ

2022 წელი

ბანერები