


ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრების სტატია მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებისა და ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრების – ანი ბიკაშვილისა და ნინო ქაჩლიშვილის, პროფესორების – ბელა ჯაფოშვილისა და ლევან მუმლაძის სამეცნიერო სტატია ''Species diversity and DNA barcode library of freshwater Molluscs of South Caucasus რეიტინგულ ჟურნალში ''Biodiversity Data Journal'' გამოქვეყნდა.
კვლევა სამხრეთ კავკასიის მტკნარი წლის მოლუსკების გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლის პირველი მცდელობაა, რაც ასევე დნმ ბარკოდების ბიბლიოთეკის შექმნას ემსახურება.
როგორც შედეგებმა აჩვენა, ცოდნა კავკასიის მტკნარი წყლის მოლუსკების შესახებ არასრულყოფილია. შესწავლილი ტაქსონებიდან (33 მორფო სახეობა) 60% ამჟღავნებს 2.2% -ზე მეტ ცვალებადობას, რაც მაღალ გენეტიკურ ვარიაბელურობაზე ან კრიპტულ მრავალფეროვნებაზე მიუთითებს.
კვლევისას დაფიქსირდა საქართველოსთვის ახალი სახეობა Galba schirazensis.
შესწავლილი სახეობების უნიკალურობა და მაღალი მოლეკულური მრავალფეროვნება ხაზს უსვამს სამხრეთ კავკასიის მტკნარი წყლის მოლუსკების ფაუნის შემდგომი ინტენსიური მორფოლოგიური და მოლეკულური კვლევების საჭიროებას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს მკვლევრებს წარმატებას.
2022 წელი