ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ზამთრის სკოლა „ადამიანის უფლებები“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 8-დან 14 მარტის ჩათვლით 3 ნაკადად ჩაატარებს ზამთრის სკოლას თემაზე „ადამიანის უფლებები“.

ზამთრის სკოლას გაუძღვებიან ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები: გიგა ზედანია, თამარ ცხადაძე, ლევან გიგინეიშვილი, ვახუშტი მენაბდე, დავით აფრასიძე, არჩილ აბაშიძე, ნოდარ ლადარია, თამარ კინწურაშვილი, ლინა ღვინიანიძე, თამარ გურჩიანი, ნინო დანელია, ბექა მინდიაშვილი.

სკოლაში მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი მიმართულების პირველი კურსის სტუდენტს, რომელსაც გავლილი აქვს კურსი ”შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”.

მონაწილეობის მსურველებმა არაუგვიანეს 2015 წლის 27 თებერვლისა უნდა შეავსოთ მარტივი  სარეგისტრაციო ფორმა  და გამოგვიგზავნოთ ესე თემაზე „კურსის - „შესავალი თანამედროვე აზროვნებაში“ - რომელმა ავტორმა მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე და რატომ?“ (300-500 სიტყვა).

სკოლა ჩატარდება ილიაუნის დედოფლისწყაროს კომფორტულ სასწავლო ბაზაზე.

შერჩეული სტუდენტების მონაწილეობის ხარჯებს (ტრანსპორტირება, სამჯერადი კვება, სასტუმროში ცხოვრება, სასწავლო მასალები) სრულად დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სკოლის შესახებ დეტალური პროგრამა ილიაუნის ვებგვერდზე განთავსდება რამდენიმე დღეში.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები