ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის წარმატებული სტუდენტები კომპანია „ეისითის“ სტიპენდიებით დაჯილდოვდნენ

ახალი ამბები

16 მაისს „ეისითისა" და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, „ეისითის" სტიპენდიით დაჯილდოვდნენ ილიაუნის ბიზნესის სკოლის საზოგადოებრივი ურთიერთობისა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულებების ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტები. სტუდენტები სტიპენდიებით დააჯილდოვა კომპანია „ეისითის" დამფუძნებელმა თინათინ რუხაძემ. შეხვედრას დასწრნენ ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი გიორგი გვალია. 

ბანერები