ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობის განმეორებითი არჩევნები 2019

ახალი ამბები

1. 2019 წლის 22 მაისს გაიმართება ისუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს განმეორებითი არჩევნები.

2. 2019 წლის 14 მაისს, 10:00 საათიდან, იწყება საარჩევნო სუბიექტების (სტუდენტური ორგანიზაციების, სტუდენტური ორგანიზაციების გაერთიანებებისა და დამოუკიდებელ კანდიდატთა), საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების, დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების რეგისტრაციის პროცესი. არჩევნებში ჩართული ამ მხარეების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 16 მაისი, 21:00 საათის ჩათვლით.

3. 2019 წლის 14 მაისს, 10:00 საათიდან, იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსზე განცხადებების მიღება. განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 მაისი, 21:00 საათის ჩათვლით.

დაინტერესებულმა პირებმა/ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოსადგენად მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5, F კორპუსი, აუდიტორია F 104.

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვმართეთ

მისამართზე: ქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5, F კორპუსი, აუდიტორია F 104.

ელფოსტა: iliauniarchevnebi2019@gmail.com.

ტელ.: 598 556 731; 595 606 289; 577 241 887.

ბანერები