
ახალი ამბები
17 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025
ილიაუნის სტუდენტი თენგო ზირაქაშვილი ევროპის ჩემპიონია ძიუდოში
ახალი ამბები
ილიაუნის სტუდენტი თენგო ზირაქაშვილი ძიუდოს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელია!
თენგო ზირაქაშვილმა ჰააგაში (ნიდერლანდები) გამართულ ტურნირზე 5 ორთაბრძოლა მოიგო. მან დაამარცხა ჩეხი ტომაშ ვალდსბერგერი, იტალიელი ვალერიო აკოლი, ფრანგი კილიან ნოელი და პორტუგალიელი მიგელ გაგო დაამარცხა, ფინალში კი აზერბაიჯანელ აიდინ რზაიევს შეხვდა და მასზე იპონით იმარჯვა.
ძიუდოს ევროპის ჩემპიონი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე სწავლობს – ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს თენგო ზირაქაშვილს გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს როგორც სპორტში, ისე სწავლაში!
2023 წელი