ილიაუნის სტუდენტების სტარტაპი MFT Social Impact Award-ის ფინალისტია
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების და ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის თანამშრომელთა მიერ დაფუძნებული სტარტაპი MFT-ი Social Impact Award-ის ფინალისტ გუნდებს შორისაა.
ხმის მიცემა შესაძლებელია 3 ოქტომბრამდე ბმულზე: https://georgia.socialimpactaward.net
MFT-ის გუნდის წევრები არიან:
- გიორგი ხუციძე, ილიაუნის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულების სტუდენტი;
- ცოტნე მაჭარაშვილი და თენგო ენდელაძე, ილიაუნის კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების სტუდენტები.
წელს კონკურს Social Impact Award-ზე შევიდა 60-მდე განაცხადი, რომელთაგან დამოუკიდებელმა ჟიურიმ 6 გუნდი შეარჩია.
პროგრამის დასასრულს გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი, რომლებიც მიიღებენ ფულად ჯილდოს და გაემგზავრებიან ახალგაზრდა სოციალურ მეწარმეთა საერთაშორისო სამიტზე გერმანიაში.
შშმ პირებისთვის შექმნილი სტარტაპი MFT-MOUSE FOR TONGUE შედგება ისეთი ელექტრონული კომპონენტებისგან, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს, ენით უზრუნველყონ კურსორის მოძრაობა და აკონტროლონ ციფრული ინტერფეისები.
ინოვაციური იდეების ხელშეწყობითა და განვითარებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ილიაუნის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრსა და ფაბლაბს.
დამატებითი ინფორმაციისთვის: fablab@iliauni.edu.ge
2024