ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის სტუდენტები სტუმრად საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში

ახალი ამბები

14 მაისს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „ენერგეტიკის  და მინერალური რესურსების მართვა და მდგრადი განვითარება“ სტუდენტები ესტუმრნენ. მათ დაათვალიერეს სსე-ს სათავო ოფისში განთავსებული უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე, მოისმინეს ლექცია ზოგად ენერგეტიკასა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ლექციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საუბარი შეეხო ენერგიის განახლებადი წყაროებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებას, საქართველოს ენერგოეფექტურობის ზრდის პოტენციალს და თანამედროვე მსოფლიოს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას. 
ცენტრალური სადისპეტჩეროდან სტუდენტები სსე-ის ქვესადგურს „ნავთლუღი-220“ და სსე-ს სასწავლო ცენტრს ესტუმრნენ, მოინახულეს სასწავლო პოლიგონი, რომლის სამუშაო გარემო მაქსიმალურად არის მიახლოვებული იმ რეალურ გარემოსთან, სადაც ქვესადგურის პერსონალს უწევს მუშაობა.
მომავალში იგეგმება პროგრამის სტუდენტთა ვიზიტები სხვა ენერგეტიკულ საწარმოებსა და ობიექტებზე. 

ბანერები