ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის სტენდი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

ახალი ამბები

ილიაუნის სტენდზე წარმოდგენილი იქნება ილიაუნის ლაბორატორიები და მიმართულებები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ:

  • ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის სივრცეში მონაწილეობა მიიღონ სახალისო ქიმიური ცდების მომზადებაში და დაჯილდოვდნენ დამწყები ბიოქიმიკოსის სერტიფიკატით;
  • ფიზიკის ლაბორატორიის სივრცეში გაეცნონ უახლესი დანადგარების ნაწილს და თავადაც მიიღონ მონაწილეობა ექსპერიმენტებში;
  • FAB LAB ILIAUNI-ის მაგიდასთან გაეცნონ სხვადასხვა გამოგონებებს; ასევე,  3D სკანერზე დაასკანირონ ობიექტები და 3D პრინტერზე დაბეჭდონ ნივთები;
  • GAME LAB-ისა და VR LAB-ის სივრცეში უახლესი ოკულუსებით დაათვალიერონ ვირტუალური რეალობის აპლიკაციები;
  • დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სივრცეში იხილონ, რა ტექნოლოგიებით ხდება სეისმური და გეოდეზიური ქსელის მონიტორინგი და გაეცნოს მათი მუშაობის პრინციპს.​ სტენდზე 3D და VR (oculus rift) ტექნოლოგიით წარმოდგენილი იქნება საქართველოს სეისმურ და გეოდეზიურ ქსელზე დაკვირვების შედეგები, მიწისძვრის ჰიპოცენტრები (სიღრმეში განაწილება) და საქართველოში დედამიწის ქერქის გადაადგილების სიჩქარული ველის რუკა. ჩატარდება პრაქტიკული დემონსტრაციები უახლესი გეოფიზიკური აპარატურით - გეორადარი​თ​ და სეისმოგრაფი​თ​, რომელთა საშუალებით შესაძლებელია გრუნტის სიღრმიდან მონაცემების მიღება და ​შემდეგ მათი ვიზუალიზაცია. 
  • „გარემოს კომპლექსური კვლევების ლაბორატორიის“ კუთხეში გაეცნონ ნიადაგის კვლევის საშუალებებს, ოკულუსის მეშვეობით კი დაათვალიერონ კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის პროექტი - „ვირტუალური მუზეუმი“, კერძოდ, 3D ვირტუალურ რეალობაში გადატანილი  არქეოლოგიური ნიმუშები და ბაგინეთის სვეტებიანი დარბაზის ვირტუალური რეკონსტრუქცია;  
  • ასტროფიზიკის სივრცეში ილიაუნის წარმომადგენლებისგან მიიღონ ინფორმაცია ასტროფიზიკის მიმართულებით მიმდინარე მნიშვნელოვან კვლევებზე.

დაინტერესებული პირები უშუალოდ ილიაუნის ფაკულტეტების წარმომადგენლებისგან მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას უნივერსიტეტში მიღებასთან დაკავშირებულ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ყველას, ვინც ჩაერთვება ილიაუნის სტენდის აქტივობებში, შანსი ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს ილიაუნისა და „ექსპერიმენტორიუმის“ ერთობლივ გათამაშებაში და მოიგოს პრიზები.

 

ბანერები