ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის სამი პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის STEM 2022 კონკურსის გამარჯვებულია

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი 3 პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით (STEM) ინტერდისციპლინური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

უნივერსიტეტმა შეფასების ეტაპზე წარადგინა 3 პროექტი.

გამარჯვებული პროექტები:

  • „ნეიტრალური სუსტი ბოზონის ლორენც ინვარიანტობის შემოწმება ATLAS/CERN დეტექტორის საშუალებით“ – პროექტის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი ჯუანშერ ჯეჯელავა.
  • „საკვების გადამუშავების გავლენა ხორბლის გლუტენის პჯრ-დეტექციაზე“ – პროექტის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი ნელი დათუკიშვილი.
  • „ნანოფოროვანი მასალების თერმოდრეკადობისა და ბლანტი თერმოდრეკადობის ბმული თეორიების ამოცანათა გამოკვლევა“ – პროექტის ხელმძღვანელია პროფესორი მერაბ სვანაძე.

კონკურსის შესახებ

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე გამოწვევების გადაჭრაზე ორიენტირებული იდეების, ჰიპოთეზებისა და კონცეფციების განვითარებას, მონაცემების დამუშავება-ანალიზს, ახალი მიდგომების, მეთოდების, მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების შემუშავებას ორი ან მეტი სამეცნიერო დისციპლინის ერთობლიობით. დაფინანსებულმა კვლევამ ხელი უნდა შეუწყოს ეროვნული მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) სფეროს გაძლიერებასა და მის ჩართვას ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ტექნოლოგიურ პროგრესში.

ბმული: https://bit.ly/3Wqd2aW

2022 წელი

ბანერები