ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის საკვირაო სკოლა: კორეული ენის შემსწავლელი კურსი – A1-1 დონე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვირაო სკოლა VIII-XII კლასების მოსწავლეებს მთელი საქართველოდან აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მოიპოვონ უნივერსიტეტის დაფინანსება და დაეუფლონ კორეულ ენას (A1-1 დონე).

პროექტი განხორციელდება დისტანციურად.

კონკურსის წესით შერჩეულ მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, სრული დაფინანსებით გაიარონ 10-კვირიანი კურსი (20 გაკვეთილი/30 საათი) და კორეულ ენას A1-1 დონეზე დაეუფლონ.

მონაწილეთა შერჩევის პროცესი

კურსის მონაწილეები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის საფუძველზე.

შერჩევის ეტაპი:

თუ გსურს გაიარო ილიაუნის საკვირაო სკოლის კორეული ენის შემსწავლელი კურსი (A1-1 დონე), შეავსე ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა 2022 წლის 14 ოქტომბრის (23:59 საათი) ჩათვლით და დაგვიდასტურე მოტივაცია, რატომ გსურს კორეული ენის შესწავლა.

  • სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3xYbPgW

სააპლიკაციო ფორმების განხილვის შედეგად შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს ამა წლის 21 ოქტომბრისა.

სწავლების ფორმატი და განრიგი

სწავლა დაიწყება 2022 წლის 24 ოქტომბერს.

ლექციები გაიმართება დისტანციურად კვირაში 2-ჯერ, ორშაბათსა და პარასკევს. თითოეული ლექციის ხანგრძლივობა – 1.5 საათი.

კურსი მოიცავს 20 ლექციას (30 საათს) და გაგრძელდება 10 კვირის განმავლობაში.

კურსის სრული აღწერა (სილაბუსი) ხელმისაწვდომია ბმულზე:  https://bit.ly/3Sj4e4I

ვის შეუძლია გახდეს კურსის მონაწილე?

საქართველოში ავტორიზებული ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულების VIII-XII კლასის მოსწავლეს.

სერტიფიკატი

თითოეული მსმენელი, რომელიც დაესწრება კურსით გათვალისწინებული ლექციების სავალდებულო რაოდენობას, მიიღებს კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

სწრაფი ბმულები

2022 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები