ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის საკვირაო სკოლა: კორეული ენის შემსწავლელი კურსი – A1-1 დონე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვირაო სკოლა VIII-XII კლასების მოსწავლეებს მთელი საქართველოდან აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, უნივერსიტეტისგან მოიპოვონ დაფინანსება და დაეუფლონ კორეულ ენას (A1-1 დონე).

ქვეყნის ეპიდსიტუაციის გამო პროექტი დისტანციურად განხორციელდება.

კონკურსის წესით შერჩეულ მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, სრული დაფინანსებით გაიარონ 9-კვირიანი კურსი (24 გაკვეთილი) და კორეულ ენას A1-1 დონეზე დაეუფლონ.

მონაწილეთა შერჩევის პროცესი

კურსის მონაწილეთა შერჩევა ორ ეტაპად განხორციელდება.

შერჩევის პირველი ეტაპი

თუ გსურს გაიარო ილიაუნის საკვირაო სკოლის კორეული ენის შემსწავლელი კურსი (A1-1 დონე), შეავსე ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა 2022 წლის 11 თებერვლის (23:59 საათი) ჩათვლით და დაგვიდასტურე შენი მოტივაცია, რატომ გსურს კორეული ენის შესწავლა.

  • სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/33barvj

სააპლიკაციო ფორმების განხილვის შედეგად შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არაუგვიანეს ამა წლის 18 თებერვლისა.

შერჩევის მეორე ეტაპი

მეორე ეტაპზე დაესწრებით რამდენიმე ლექციას კორეული ენისა და კულტურის შესახებ და ლექციებზე მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით შეასრულებთ მარტივ დავალებას.

ამ დავალების შესრულების ხარისხი განაპირობებს უნივერსიტეტისგან სრული კურსის გავლისთვის საჭირო დაფინანსების მიღებას.

სწავლების ფორმატი და განრიგი

სწავლა დაიწყება 2022 წლის 21 თებერვლიდან.

ლექციები ჩატარდება დისტანციურ ფორმატში კვირაში 2-ჯერ, ორშაბათსა და პარასკევს. თითოეული ლექციის ხანგრძლივობა – 1.5 საათი

კურსი მოიცავს 24 ლექციას და გაგრძელდება 9 კვირის განმავლობაში.

კურსის სრული აღწერა (სილაბუსი) ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3nod4km

ვის შეუძლია გახდეს კურსის მონაწილე?

კურსის მონაწილე შეუძლია გახდეს საქართველოში ავტორიზებული ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულების VIII-XII კლასის მოსწავლე.

სერტიფიკატი

კურსის თითოეული მსმენელი, რომელიც დაესწრება კურსით გათვალისწინებული ლექციების სავალდებულო რაოდენობას, მიიღებს კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

სწრაფი ბმულები

2022 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები