ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის პროფესიული აქსელერაციის პროგრამა

ახალი ამბები

ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი ტექნოლოგიური სფეროებით დაინტერესებული პირებისთვის აცხადებს პროფესიული აქსელერაციის პროგრამას.

თუ გაინტერესებს ICT მენეჯმენტი, ციფრული კომუნიკაცია,ან ნარატივდიზაინი, გარკვეული ცოდნა გაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ გაკლია პრაქტიკული გამოცდილება, მაშინ ახალ რეალობაში გადმონაცვლების დროა.

UniLab-ი გთავაზობს ჩვენი პროფესიული აქსელერაციის პროგრამაში ჩართვას და ახალ, თავბრუდამხვევ დავალებებთან შეჭიდებას. ჩვენთან საშუალება გექნება, იმუშაო რეალურ პროექტებზე, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და შექმნა საკუთარი პორტფოლიო, რომელიც დასაქმებაში დაგეხმარება.

როგორ მივიღო მონაწილეობა პროფესიული აქსელერაციის პროგრამაში?

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა შეავსო ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა.

შეავსე სააპლიკაციო ფორმა

აარჩიე შენთვის საინტერესო მიმართულება და შეავსე ფორმა: https://bit.ly/3BaQIch

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 2022 წლის 1 ოქტომბერი, 23:59 საათი


შერჩევის ეტაპები

პირველი ეტაპი: სააპლიკაციო ფორმით გათვალისწინებული სატესტო დავალებების განხილვა;

მეორე ეტაპი: დამატებითი ტესტირება ან გასაუბრება.

პროფესიული აქსელერაციის პროგრამის ხანგრძლივობა და ფორმატი

პროგრამა წარიმართება დისტანციურად. 4 თვის განმავლობაში მენტორებთან ერთად გექნებათ რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა.

ვისთვის არის განკუთვნილი პროფესიული აქსელერაციის პროგრამა?

მათთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო ცოდნა სასურველი მიმართულებით, მაგრამ აკლია პრაქტიკული გამოცდილება. მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანმა თავად მიიღო ეს ცოდნა ინტერნეტის საშუალებით, თუ რომელიმე კურსი გაიარა, მთავარია, მას ჰქონდეს საბაზისო ცოდნა და განვითარების სურვილი.

დღეს დამსაქმებელი ნებისმიერ პოზიციაზე ითხოვს სამუშაო გამოცდილებას. ბევრი ადამიანი კი იმის გამო, რომ აქვს გარკვეული ცოდნა, მაგრამ არ აქვს შესაბამისი გამოცდილება, ანუ არ უმუშავია რეალურ პროექტებზე, სამსახურს ვერ პოულობს. UniLab-ის პროგრამა სწორედ ასეთი ადამიანებისათვისაა. 4 თვის განმავლობაში თქვენ შექმნით საკუთარ პორტფოლიოს იმ პროექტებით, რომლებზეც რეალურად მოგიწევთ მუშაობა.

შესაბამისად:

  • თუ ადამიანს არ აქვს ცოდნა, მან უნდა გაიაროს შესაბამისი სასწავლო კურსი ან თვითგანათლებით მიიღოს შესაბამისი ცოდნა;
  • თუ აქვს საბაზისო ცოდნა, მაგრამ არ აქვს გამოცდილება, ეს პროფესიული აქსელერაციის პროგრამა მისთვის არის განკუთვნილი;
  • ხოლო თუ აქვს ცოდნა და გამოცდილება, მაშინ მას უკვე შეუძლია სამსახური იშოვოს და პროფესიული აქსელერაციის პროგრამა აღარ სჭირდება.

როგორ მუშაობს პროფესიული აქსელერაციის პროგრამა?

  • პროფესიული აქსელერაციის პროგრამა უფასოა. დიდი კონკურენციის გამო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს მოუწევთ საკონკურსო დავალების შესრულება, რომლის საფუძველზეც შეირჩევიან კანდიდატები;
  • სტანდარტული სამსახურისგან განსხვავებით, პროგრამის მონაწილეებს 4 თვის განმავლობაში ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებაში დაეხმარებიან მიმართულების მენტორები. ისინი მონაწილეებს პროგრამის ფარგლებში ნებისმიერ შეკითხვაზე უპასუხებენ.
2022 წელი

 

ბანერები