ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ფუტსალის გუნდმა ნინოწმინდის ნაკრებს სძლია

ახალი ამბები

ილიაუნის ფუტსალის გუნდმა 21 დეკემბერს ნინოწმინდის ნაკრებს უმასპინძლა და სპორტკომპლექსში „არენა-1“ ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ჩვენი ბიჭების გამარჯვებით 6:0 დასრულდა.

გოლები: ვაჟა შარია (3), გიორგი ნათენაძე (1), არჩილ მაგრაქველიძე (1), მამია ჩაფიძე (1)

შეგახსენებთ, რომ ილიაუნის გუნდი 25 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩს თავისუფალი უნივერსიტეტის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. 

ბანერები