ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ჩემპიონატი მკლავჭიდში დასრულდა

ახალი ამბები

ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩემპიონატი ამჯერად მკლავჭიდში გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობა 60-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ჭაბუკებში 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, 2015-2016 წლების ევროპის პირველობის მეორე პრიზიორი გოჩა სიჭინავა (80 კგ) და 21-წლამდელებში – ევროპის ვერცხლისა და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი დავით თედორაძე (მძიმე წონა). ჯილდოები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა მკლავით.

საპრიზო ადგილები გადანაწილდა შემდეგნაირად:

60 კგ.

მარცხენა მკლავით. 1. ფრიდონ დაიაური, 2. ლევან გულბანი, 3. გიორგი მახათაძე;

მარჯვენა მკლავით. 1. ფრიდონ დაიაური, 2. ლევან არდოტელი, 3. ლევან გულბანი.

70 კგ.

მარცხენა. 1. დავით მოლაშხია, 2. სანდრო დალალიშვილი, 3. გიგა მახარაშვილი;

მარჯვენა. 1. გიორგი კოხტაშვილი, 2. დავით მოლაშხია, 3. სანდრო დალალიშვილი.

80 კგ.

მარცხენა. 1. გოჩა სიჭინავა, 2. თორნიკე თურმანიძე, 3. გიორგი კოტაშვილი;

მარჯვენა. 1. თორნიკე თურმანიძე, 2. გოჩა სიჭინავა, 3. ალიკ მარუქიანი.

+80 კგ.

მარცხენა. 1. დავით თედორაძე, 2. ნიკოლოზ გელაშვილი, 3. ავთანდილ მამასახლისი;

მარჯვენა. 1. დავით თედორაძე, 2. ნიკოლოზ გელაშვილი, 3. გეგი ჩარქსელიანი. 

ბანერები