ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში

ახალი ამბები

2 ივლისს ილიას ბაღში მდებარე მაგიდის ჩოგბურთის კლუბში ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში. დაძაბული  ჯგუფური ეტაპისა და პლეიოფის შემდეგ ფინალში გოგა ბაბუნაშვილი და შავლეგ ურუშაძე გავიდნენ. მეტოქეთა ძალებში სხვაობა დიდი აღმოჩნდა და ბაბუნაშვილმა ადვილად შეძლო გამარჯვება,  ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გიორგი ხორავამ შარშანდელი ფინალისტი დავით მალიუგინი დაამარცხა.

ქალთა ბადეში შეჯიბრი წრიული სისტემით ჩატარდა. ჩემპიონის სტატუსი შეინარჩუნა გასული წლის გამარჯვებულმა მზეკო შარაშენიძემ. მან ყველა მატჩი გამარჯვებით დაასრულა და პირველ ადგილზე გავიდა. მეორე ადგილზე ოთხიდან სამი გამარჯვებით ფიქრია კვირია გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ანა ლომთაძეს ერგო.

ბანერები