ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ჩემპიონატი კალათბურთში

ახალი ამბები

1-8 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი კალათბურთში. ტურნირი ჩატარდება საკალათბურთო კლუბ „აკადემიის“ სპორტულ დარბაზში. შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ ილიაუნის სტუდენტებისგან ან/და თანამშრომლებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს. ჩემპიონატის მონაწილეს არ აქვს ორ სხვადასხვა გუნდში თამაშის უფლება. განაცხადში აუცილებელია 4 მოთამაშის შეყვანა (3 ძირითადი, 1 სათადარიგო)

ჩემპიონატი გაიმართება "FIBA 3x3"-ის ოფიციალური წესებით: http://www.fiba.basketball/3x3/rules

გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდამავალი თასი კალათბურთში. I, II და III ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ შესაბამის მედლებსა და სიგელებს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე: https://goo.gl/forms/XUV6zOt1qyBecrwm1

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 27 ოქტომბერი.

ბანერები