ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ჩემპიონატი ჭადრაკში

ახალი ამბები

18 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით ატარებს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს ჭადრაკში (ვაჟები, გოგონები).

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ ილიაუნის სტუდენტებსა და თანამშრომლებს.

კენჭისყრა გაიმართება შეჯიბრების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე.

საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი თასი, მედლები და სიგელები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/forms/4LOPAzAkqaLJcoJ53

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 16 ნოემბერი

ბანერები