ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ჩემპიონატი ჭადრაკში

ახალი ამბები

2016 წლის 24 დეკემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, ატარებს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს ჭადრაკში (ვაჟები, გოგონები).

კენჭისყრა გაიმართება შეჯიბრის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე.

საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი მედლები და შესაძლებლობა ექნებათ, ილიაუნის სახელით, მონაწილეობა მიიღონ 2017 წლის სტუდენტურ უნივერსიადაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაასკანიროთ QR-კოდი და შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 დეკემბერი

ბანერები