ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ჩემპიონატი ბილიარდში

ახალი ამბები

პირველ დეკემბერს საბილიარდო კლუბ „რიოში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ატარებს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს ბილიარდში (ვაჟები, გოგონები).

 ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ ილიაუნის სტუდენტებსა და თანამშრომლებს.

კენჭისყრა გაიმართება შეჯიბრების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე.

საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი თასი, მედლები და სიგელები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/forms/2iSgq97WI8J7pMYg2

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 29 ნოემბერი

ბანერები