ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ჩემპიონატი ბილიარდში – 2017

ახალი ამბები

1-2 დეკემბერს საბილიარდო კლუბ „რიოში“ სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა ილიაუნის შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი ბილიარდში. მასში მონაწილეობა 50-მდე სტუდენტმა მიიღო. შეჯიბრების გამარჯვებული გახდა გიგი კვარაცხელია, რომელმაც ნახევარფინალში – ბექა ბეჟაშვილი (5:3), ხოლო ფინალში მიხეილ მჭედლიშვილი (7:2) დაამარცხა. მესამე ადგილისთვის საბა ნემსიწვერიძემ ბექა ბეჟაშვილს სძლია და გასული სეზონის შედეგი გააუმჯობესა.

საქართველოს სტუდენტური უნივერსიადის ვერცხლის პრიზიორი ბექა ბეჟაშვილი საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა, ხოლო გასული 2 სეზონის გამარჯვებული ნიკოლოზ მაჭავარიანი ჩემპიონატში არ მონაწილეობდა.

იხილეთ შეჯიბრების ფოტომასალა: https://goo.gl/27Gmoh

ბანერები