ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას სადოქტორო კვლევაში მონაწილეობის მსურველებისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ფსიქოთერაპევტებსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებს იწვევს სადოქტორო კვლევაში მონაწილეობის მისაღებად.

ილიაუნის ფსიქოლოგიის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში კვლევას ატარებს დოქტორანტი მარიამ ქალებაშვილი (ხელმძღვანელი – ნეიროფსიქოლოგი, პროფესორი თინათინ ჭინჭარაული), ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სადოქტორო გრანტით.

კვლევის მიზანია შფოთვასა და რუმინაციაზე ახალი ეკლექტური ტექნიკის (ფიფქის ტექნიკა) გავლენის შესწავლა. ეს ტექნიკა შესაძლოა მნიშვნელოვანი დამხმარე რესურსი აღმოჩნდეს ფსიქოთერაპიულ პროცესში.

კვლევაში ფსიქოთერაპევტის მონაწილეობის კრიტერიუმების სანახავად ეწვიეთ ბმულს. დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/7osZLf99Kv6NPvaJ6

რეგისტრაციის დასრულებიდან უახლოეს 2 კვირაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა.

2024

ბანერები