ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის 11 პროექტი რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

ახალი ამბები

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ 2025 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 11-მა პროექტმა მოიპოვა დაფინანსება.

გამარჯვებული პროექტები:

  1. „გრუნტის რხევის ჰიბრიდული მოდელები ხელოვნური ინტელექტისა და ნეირონული ქსელების გამოყენებით საქართველოსთვის“ – ნატო ჯორჯიაშვილი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი;
  2. „რუსეთ-სპარსეთის და რუსეთ-თურქეთის ომები ქართულ და რუსულ პრესაში: ომის იმპერიული და ნაციონალური პერსპექტივა (1801-1914)“ – ეკა ჭყოიძე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი;
  3. „ბიზანტია და მამლუქები: დიპლომატიისა და ძალაუფლების ქსოვილი (XIII-XV სს)“ – ირაკლი თოფურიძე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი;
  4. „ზრდასრულობის მიღწევა ეკონომიკურად მოწყვლად პირობებში: მისი მნიშვნელობა მოზარდების იდენტობის ფორმირების, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და აღზრდისთვის“ – ნინო სხირტლაძე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი;
  5. „ლიმინალური იდენტობები „დე ფაქტო“ და წარმოსახვით გალში: (მიკრო) ისტორიული, სოციოლოგიური და ლიტერატურული პერსპექტივები“ – მალხაზ თორია, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი;
  6. „ძალაუფლების ლეგიტიმაცია და მმართველის იდენტობის მარკერები შუა საუკუნეებში: წმინდა მეფის ფენომენი (დასავლეთ ევროპა, აღმოსავლეთ ქრისტიანული სამყარო და საქართველო)“ – ბეჟან ჯავახია, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი;
  7. „მიოინოზიტოლი და ეპილეფტოგენეზის შეფერხება: გრძელი არამაკოდირებელი რნმ-ების და უჯრედგარე ვეზიკულების შესწავლა“ – ლია წვერავა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი;
  8. „კავკასიიდან იბერიამდე: დროის გენომური კაფსულები და ასაკობრივი დინამიკა რელიქტურ, მილიონობით წლით დაშორებულ ამფიბიათა პოპულაციებში“ – ნათია ბარათელი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი;
  9. „აქტიური განრიდების ამოცანის არასრული დასწავლის გავლენა თავის ტვინის შესაბამისი სტრუქტურების  აქტივობაზე“ – თენგიზ ონიანი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი;
  10. „საქართველოს აბლაბუდიანი ტკიპები (Acari, Tetranychidae): ბიომრავალფეროვნების თანამედროვე მდგომარეობა, მასპინძელი მცენარეები  და გავრცელება“ – თეა არაბული, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი;
  11. „მეტალების როლის შესწავლა ბაქტერიის ანტიბიოტიკო და ფაგო რეზისტენტობის ჩამოყალიბებაში“ – ოლია რჩეულიშვილი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მკვლევრებსა და პროექტის გუნდებს ულოცავს წარმატებას.

2026

ბანერები