ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნიმ უმასპინძლა პანელურ დისკუსიას „ევროკავშირის გაფართოება გლობალური ცვლილებების ეპოქაში – შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოსთვის“

ახალი ამბები

29 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართა პანელური დისკუსია ევროკავშირის გაფართოება გლობალური ცვლილებების ეპოქაში: შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოსთვის.

დისკუსია დაეთმო მნიშვნელოვანი თემების განხილვას, როგორებიცაა:

  • ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების და გეოპოლიტიკური არგუმენტები;
  • გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების გავლენა ევროკავშირის სტრატეგიულ ხედვაზე;
  • გლობალური ტრანსფორმაციების მნიშვნელობა საქართველოსთვის და საქართველოს პოზიციონირება ახლად წარმოქმნილ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ ვიურცბურგის უნივერსიტეტის პროფესორი სონია გრიმი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები: გიორგი გვალია, ნინო ფავლენიშვილი და არჩილ აბაშიძე. დისკუსიას მოდერაციას უწევდა ამავე ფაკულტეტის პროფესორი დავით აფრასიძე.

დისკუსიის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხს დაეთმო, რაც დამსწრე საზოგადოებას საშუალებას აძლევდა, ერთი მხრივ, დამატებითი ინფორმაცია მიეღო საინტერესო თემებზე და, მეორე მხრივ, გაეზიარებინა საკუთარი მოსაზრებები.

ღონისძიება გაიმართა ჰორიზონტი ევროპის პროექტის ცვლილებების მიღება: დაბრკოლებების დაძლევა და დემოკრატიის წინსვლა ევროპის სამეზობლოში“ (EMBRACE) ფარგლებში ვიურცბურგის უნივერსიტეტთან (გერმანია) თანამშრომლობით.

2025

ბანერები