ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნი საერთაშორისო საუნივერსიტეტო რეიტინგში ქვეყნის მასშტაბით პირველია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Times Higher Education-ის 2024  წლის უნივერსიტეტების რეიტინგში (THE World University Ranking) ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შედეგს ინარჩუნებს. 

THE World University Ranking: https://bit.ly/3sd3FSp

2024 წელს განახლდა Times Higher Education-ის რანჟირების მეთოდოლოგია  და გაიზარდა კვლევის წილი: კვლევითი გარემოსა და კვლევის ხასისხის შეფასებამ შეადგინა საერთო რეიტინგის 59%. ამ ეტაპზე მეთოდოლოგია ეფუძნება 18 ინდიკატორს, რომლებიც 5 შეწონილ კატეგორიადაა დაყოფილი: 

  • სწავლება (29,5%): სასწავლო გარემო.
  • კვლევითი გარემო (29%):  მოცულობა, შემოსავალი და რეპუტაცია.
  • კვლევის ხარისხი (30%): ციტირება, კვლევის სიძლიერე, განსაკუთრებულობა და  გავლენა.
  • ბმა ინდუსტრიასთან (4%): ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავალი და პატენტები.
  • საერთაშორისო პერსპექტივა (7.5%): საერთაშორისო პერსონალი, სტუდენტები და კვლევითი თანამშრომლობა.

ამდენად, კვლევითი გარემო და კვლევის ხარისხი არის ძირითადი ფაქტორები, რომელთა მიხედვით ფასდება როგორც უნივერსიტეტის როლი სასწავლო გარემოს შექმნაში, შესაბამისად, ახალი ცოდნისა და იდეების გავრცელებაში, ასევე მისი წვლილი გლობალურად მეცნიერების განვითარებაში.

ამ მეთოდოლოგიით THE-ის 2024 წლის რანჟირებისთვის ბიბლიომეტრიული მონაცემების მიმწოდებელმა სამეცნიერო ბაზამ ელსევიერმა (Elsevier) შეისწავლა და გააანალიზა Scopus-ის ბაზაში ინდექსირებული აკადემიური ჟურნალების 16 მილიონზე მეტი პუბლიკაცია და 130 მილიონზე მეტი ციტირება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია კვლევის ხარისხის კატეგორიაში – 47,7 ნიშნულს შეადგენს  და ამ მიმართულებით ილიაუნი ცნობილი იაპონური და ესპანური უნივერსიტეტების გვერდითაა (Hokkaido University, University of Zaragoza).

სამეცნიერო დარგების მიხედვით ილიას უნივერსიტეტი ყველაზე მაღალ - 351-ე პოზიციას იკავებს ზუსტ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (Physical Sciences): 71.5 მაჩვენებლით იგი მოქცეულია ცნობილი გერმანული (University of Erlangen-Nuremberg),  ამერიკული (University of Oregon) და იტალიური (University of Modena and Reggio Emilia) უნივერსიტეტების გვერდით.

ბოლო 3 წლის განმავლობაში ილიაუნის კვლევის ხარისხის მაჩვენებელი განსაკუთრებით გაიზარდა და 34.6 -დან 2024 წლისთვის შეადგინა 47.7.

2023 წელი

 

 

ბანერები