ილიაუნი კავკასიაში საუკეთესო კვლევითი დაწესებულებაა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო კვლევითი დაწესებულებების რანჟირების სისტემაში (SCImago Institutions Rankings) კავკასიის რეგიონში პირველ ადგილს იკავებს.
SCImago-ს რანჟირების სისტემა ავტომატურად აფასებს მსოფლიოში არსებულ ყველა აკადემიურ და კვლევითი პროფილის ინსტიტუციას და ეფუძნება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სამეცნიერო ბაზას (SCOPUS).
SCImago-ს 2017 წლის ინსტიტუციურ რეიტინგში მსოფლიოს მასშტაბით 5250 კვლევითი ინსტიტუცია მოხვდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს SCImago-ს ინსტიტუციურ რეიტინგში მსოფლიოს მასშტაბით 5250 კვლევით ინსტიტუციას შორის – 656-ე ადგილი, ხოლო კავკასიის რეგიონსა და საქართველოში კი პირველი ადგილი უკავია.
იხილეთ რეიტინგი: http://www.scimagoir.com/rankings.php
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან SCImago-ს კვლევითი ინსტიტუციების 2017 წლის რეიტინგში 4 ინსტიტუცია შევიდა:
იხილეთ რეიტინგი: http://www.scimagoir.com/rankings.php?country=GEO
სწრაფი ბმულები:
- SCImago-ს რანჟირების სისტემის მეთოდოლოგია: www.scimagoir.com/methodology.php