ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნი დუბაის საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე წარდგება

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის - "ისწავლე საქართველოში" - ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ქალაქ დუბაიში.

გამოფენაში, რომელიც 13-15 აპრილს გაიმართება, მონაწილეობას მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 130-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მიიღებს.

14 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოფენის მონაწილეებს გააცნობს უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს და უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებს.

ბანერები