ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნელმა ფრენბურთელებმა სტუდენტური ჩემპიონატი მოგებით დაიწყეს

ახალი ამბები

საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივით დაიწყო საქართველოს 2017 წლის სტუდენტური ჩემპიონატი ფრენბურთში. მასში მონაწილეობას იღებს ქალთა ათი და ვაჟთა თორმეტი გუნდი. შეჯიბრება მოგებით დაიწყეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდებმა: ქალთა ნაკრებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფრენბურთელები დაამარცხა ანგარიშით 2:0, ხოლო ილიაუნელმა ვაჟებმა ამავე ანგარიშით სძლიეს ევრორეგიონული უნივერსიტეტის გუნდს. ილიაუნელი ვაჟები მეორე ტურის შეხვედრას 19 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაკრებთან გამართავენ, გოგონები კი 20 მაისს საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის გუნდს შეხვდებიან.

ბანერები