ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარმატებული პირველკურსელები სტიპენდიებით დააჯილდოვა

ახალი ამბები

9 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ წარმატებული პირველკურსელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

უნივერსიტეტის რექტორმა, ფაკულტეტების დეკანებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული პირველკურსელები სტიპენდიებითა და პრიზებით დააჯილდოვეს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტმა შემეცნებითი ბანაკის საგზურით დააჯილდოვა 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ყველაზე მაღალი ქულების მქონე 100 პირველკურსელი.

1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით უნივერსიტეტმა დააჯილდოვა:

  • ირაკლი იაგორაშვილი – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ყველაზე მაღალქულიანი პირველკურსელი;
  • ეკა აბულაძე – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით სამართლის სკოლის ყველაზე მაღალქულიანი პირველკურსელი;
  • ლიკა პეტრიაშვილი – სამართლის სკოლის აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი ოლიმპიადის გამარჯვებული;
  • ქეთევან ჟორჟოლიანი – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ბიზნესის სკოლის ყველაზე მაღალქულიანი პირველკურსელი;
  • სოფიკო პეტრიაშვილი – ბიზნესის სკოლის პირველკურსელი, რომელმაც გაიმარჯვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბიზნესგამოცემა „ფორბსის“ აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ ბიზნესიდეების სასტიპენდიო კონკურსში;
  • ნინო შავდია – ბიზნესის სკოლის პირველკურსელი, რომელმაც გაიმარჯვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბიზნესგამოცემა „ფორბსის“ აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ ბიზნესიდეების სასტიპენდიო კონკურსში;
  • გიორგი ჩუბინიძე – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ყველაზე მაღალქულიანი პირველკურსელი.

800-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით კომპანია „ბიტფურის“ წარმომადგენლობამ საქართველოში დააჯილდოვა:

  • მარიამ ძაძუა – ბიზნესის სკოლის პირველკურსელი, რომელმაც გაიმარჯვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბიზნესგამოცემა „ფორბსის“ აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ ბიზნესიდეების სასტიპენდიო კონკურსში.
  • თამარ ფანჩულიძე ბიზნესის სკოლის პირველკურსელი, რომელმაც გაიმარჯვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბიზნესგამოცემა „ფორბსის“ აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ ბიზნესიდეების სასტიპენდიო კონკურსში;

2000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით, უნივერსიტეტთან ერთობლივი STEM სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, ბაზისბანკმა დააჯილდოვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამების 9 წარმატებული პირველკურსელი: 

  •  ლაშა ბუთხუზი
  •  ლაშა ავალიშვილი
  •  დავით ბარბაქაძე
  •  მიხეილ მახარაძე
  •  გულიკო სახვაძე
  •  ლევან აბულაძე
  •  ქეთევან გოგია
  •  თორნიკე გვინიაშვილი
  •  საბა ურუშაძე

თითოეულ სტიპენდიატს ასევე საჩუქრად გადაეცა ORNAMENT FEST 2017-ის multipass-, რომლითაც ისინი 13-21 ოქტომბერს იპოდრომის ტერიტორიაზე ორგანიზებულ მუსიკალურ ფესტივალზე დასწრებას შეძლებენ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს პირველკურსელებს. ასევე მადლობას უხდის ბაზისბანკს, კომპანია „ბიტფურსა“ და ORNAMENT FEST 2017-ის ორგანიზატორებს სტიპენდიებისა და პრიზების დაწესებისთვის, რაც სტუდენტების მოტივაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. 

ბანერები