ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოსტალ კაროლინას უნივერსიტეტის ერთობლივი საზაფხულო სკოლა გაიხსნა

ახალი ამბები

23 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და კოსტალ კაროლინას უნივერსიტეტის (აშშ) პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ბაზალეთში გაიხსნა საზაფხულო სკოლა „უსაფრთხოების პერსპექტივები ევრაზიის რეგიონულ კონტექსტში“. 

სკოლა დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

სკოლაში მონაწილეობს 24 ქართველი და ამერიკელი სტუდენტი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. ამერიკელი და ქართველი პროფესორები მათ აცნობენ უსაფრთხოების კვლევების თეორიულ და მეთოდოლოგიურ პერსპექტივებს, ასევე ევრაზიის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტს და გლობალური და რეგიონული აქტორების პოლიტიკას რეგიონთან მიმართებაში. თეორიული კომპონენტის გარდა პროგრამით გათვალისწინებულია პრაქტიკული აქტივობებიც, მათ შორის სამუშაო ჯგუფებში მუშაობა და ტრენინგი პოლიტიკის მოკლე დოკუმენტის (Policy Brief) შემუშავებასა და მოლაპარაკებების ხელოვნებაში.

მოგვიანებით სტუდენტები ეწვევიან რუსეთის მიერ ოკუპირებული სამაჩაბლოს რეგიონის საოკუპაციო ხაზს, წეროვანის დევნილთა დასახლებებს, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს და შეძლებენ, სხვადასხვა პერსპექტივიდან მიიღონ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახელმწიფოს პოლიტიკის შესახებ.

საზაფხულო სკოლა გრძელდება 29 მაისამდე.

სკოლის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

2022 წელი

ბანერები