ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ექსპეტიმეტორიუმის ახალი პროექტი: „სამეცნიერო თავგადასავალი“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელი ექსპერიმენტორიუმთან თანამშრომლობით იწყებს საინტერესო  პროექტს, რომელიც მკვლევართა კლუბებს შესაძლებლობას მისცემს ჩაერთონ სამეცნიერო თავგადასავლებში.

პირველი სამეცნიერო ტური გაიმართა 18 სექტემბერს თბილისში სოფელ ჩიბათის X-XI კლასების 23 მოსწავლისათვის.

ლადო აფხაზავას მოსწავლეები ექსპერიმენტორიუმში შემეცნებითი ექსკურსიაზე  80-მდე ფიზიკის ექსპონატის, გამოცდისა და ქიმიური სანახაობების მონაწილენი გახდნენ.

ტექნოპარკში სტუმრობისას მოსწავლეებს საინტერესო ექსკურსია ჩაუტარდათ ფაბლაბში, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამუშაო სივრცეს გაეცნენ. 

სამეცნიერო ტურის ბოლოს მოსწავლეები ეწვივნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. სტუდენტებად წარმოიდგინეს თავი დაათვალიერეს ილიაუნის თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიები, სტუდენტური სივრცეები, Fablab-ის სივრცე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კამპუსი და სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს.

ყურადღებით ადევნეთ თვალი ჩვენს ფეისბუქგვერდს, რათა არ გამოგრჩეთ შესაძლებლობა გახდეთ სამეცნიერო ტურის მონაწილე.

მადლობას ვუხდით ყველას შეტანილი წვლილისთვის:  

ექსპერიმენტორიუმი, ტექნოპარკი, დომინოს პიცა.

ბანერები