ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის zoomout-ის მენეჯერის თინი მამუჩაშვილისა და მისი გუნდის მიერ დაფუძნებული სტარტაპი NEUROPILOT GITA-ს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია

ახალი ამბები

სტარტაპი NEUROPILOT პროფესიონალი სპორტსმენებისთვის შფოთვის მართვის უნიკალური საავტორო მეთოდის დანერგვაა ციფრული და ვირტუალური ტექნოლოგიების გამოყენებით.

NEUROPILOT-ის გუნდის წევრები არიან:

  • მაია ცქიტიშვილი, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი 21- წლიანი გამოცდილებით. „Წადილის თერაპიის” ავტორი. თერაპიული მეთოდი 4 წლის წინ საკუთარი პრობლემის დასაძლევად აღმოაჩინა და მას შედეგ წარმატებით იყენებს თერაპიულ პრაქტიკაში;
  • თინი მამუჩაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის zoomout-ის მენეჯერი, გლობალური სტრარტაპ და ქომუნითი ორგანიზაციის ევროპის რეგიონის მენეჯერი. 4 წლის განმავლობაში ხელი შეუწყო მრავალი სტარტაპის განვითარებას, ინვესტორებთან დაკავშირებას და რეგიონული ტექკონფერენციების ორგანიზებას ჩინეთის, ევროპის, სამხრეთ აფრიკისა და აშშ-ის მასშტაბით;
  • ანი მამუჩაშვილი, ქირურგიის ექიმი- რეზიდენტი და კვლევების ხელმძღვანელი;
  • ნიკოლოზ გოგოჭური და ნიკა როსტომაშვილი, ანტრეპრენერები 15-წლიანი გამოცდილებით და VRex Immersive-ის დამფუძნებლები. VRex Immersive VR აპლიკაციების შექმნაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გუნდია, რომელიც 2014 წლიდან მუშაობს ვირტუალური რეალობის აპლიკაციებზე.

2018 წლიდან ფსიქოთერაპევტი მაია ცქიტიშვილი მუშაობს მის მიერვე შექმნილი თერაპიული მეთოდით „წადილის თერაპია“ – “ The Desire Therapy”. "შექმენი უკეთესი რეალობა" (Create a Better Reality) საავტორო წიგნი, მეთოდის შესახებ, 2020 წლიდან იყიდება ამაზონზე. 2021 წელს ნეიროპილოტის გუნდმა გაიარა იმპაქთ ჰაბის პრეაქსელერაციის პროგრამა, რომლის შემდგომ, იმავე წელს, აიღეს ჯიტას პროტოტიპირების გრანტი და შექმნეს მობილური აპლიკაციის სატესტო ვერსია. 2022 წლის ივნისში კი გუნდმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტი მოიპოვა მობილური აპლიკაციის განსავითარებლად და VR ტექნოლოგიის დასანერგად.

გრანტის ფარგლებშივე მოხდება პირველადი ექსპერიმენტების ჩატარება, რაც პირველ მომხმარებელსა და საწყის შემოსავალს გააჩენს.

ექსპერიმენტებით მიღებული ინფორმაცია გუნდს დაეხმარება პროდუქტის ისე დახვეწაში, რომ მისი ბაზარზე გატანა ბევრად სწრაფი, ნაკლებ დანახარჯიანი და მომგებიანი იქნება. პირველი ფაზის მთავარი მიზანია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მასშტაბური იქნება საერთაშორისო ბაზარზე პროფესიული სპორტის, გამომხატველობითი ხელოვნებისა და e-სპორტის მიმართულებით.

2022 წელი

 

 

ბანერები