ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის წარმატება საერთაშორისო კონფერენციაზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტმა თამარ ბერიძემ 23-24 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით „Zoology 2017: "Genotype-phenotype map: from model systems to ecosystems", რომელიც ქალაქ ვაგენინგენში (ჰოლანდია) ჩატარდა.

კონფერენციაში თამართან ერთად მონაწილეობდნენ პროფესორები და სტუდენტები ბელგიის, ჰოლანდიის, შვედეთისა და გერმანიის უნივერსიტეტებიდან. სულ კონფერენციაზე წარდგენილი იყო 22 სამეცნიერო პოსტერი.

ჟიურის გადაწყვეტილებით კონკურსის გამარჯვებული გახდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თამარ ბერიძე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს თამარს ამ დიდ წარმატებას. 

ბანერები