ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასკოლო განათლების მხარდაჭერის პროგრამა

ახალი ამბები

სასკოლო განათლების მხარდაჭერა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობაა და წლებია ამ მიმართულებით ახორციელებს პროექტებს.

ილიაუნის განათლების სკოლის პროფესორები და ტრენერები, ასევე ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები სკოლის მასწავლებლებს, დამრიგებლებსა და დირექტორებს მთელი საქართველოს მასშტაბით უტარებენ ტრენინგებს მათთვის აქტუალურ თემებზე. ტრენინგების თემების შერჩევა გამოკითხვების საშუალებით ხდება.

2018 წელს სასკოლო განათლების მხარდაჭერა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა  და განათლების სკოლასთან თანამშრომლობით შემუშავდა სასკოლო განათლების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ორ ეტაპად განხორციელდება.

სასკოლო განათლების მხარდაჭერის პროგრამის პირველი ეტაპი  –  მარტი - აპრილი, 2018

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასკოლო განათლების მხარდაჭერის პროგრამის პირველი ეტაპი საგანმანათლებლო ორგანიზაცია „კინგსთან“ თანამშრომლობით განხორციელდება. 

თებერვლიდან აპრილის  ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ტრენერები რუსთავში, ახალციხეში, ფოთში, ბათუმში, ჭიათურაში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, თელავსა და ოზურგეთში  ტრენინგებს ჩაუტარებენ იმ პედაგოგებს, რომელთა მოსწავლეებიც განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევიან კინგსის ოლიმპიადაზე. სულ ტრენინგს 550 პედაგოგი გაივლის.

სასკოლო განათლების მხარდაჭერის პროგრამის მეორე ეტაპი –  სექტემბერი - დეკემბერი, 2018

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასკოლო განათლების მხარდაჭერის პროგრამის მეორე ეტაპი სექტემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

აღნიშნულ ეტაპზე საქართველოში არსებულ საჯარო სკოლებს შეუძლიათ,  მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსებით გამოხატონ პროგრამაში ჩართვის სურვილი.

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა,  სკოლის დირექტორმა 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით გაიაროს წინასწარი რეგისტრაცია ილიაუნის ვებგვერდზე, შეავსოს მარტივი სარეგისტრაციო ფორმის ყველა სავალდებულო ველი და ჩვენ დავუკავშირდებით.

რეგისტრაციის ბოლო ვადა:   31 მარტი, 2018

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/14V2a4
ან
დაგვიკავშირდით ტელეფონზე: (+995 32) 222 00 09 (352)



საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ.: (+995 32) 222 00 09 (352)
577 53 02 20
ელფოსტა: pr@iliauni.edu.ge
ana.kvanchilashvili@iliauni.edu.ge

ბანერები