ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და მკვლევრების წარმატება

ახალი ამბები

10 ოქტომბერს მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე   შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსის – „წლის საუკეთესო მეცნიერი და მეცნიერთა ჯგუფი“ – გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

კონკურსის სამ ნომინაციაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა და მკვლევრებმა გაიმარჯვეს.

  • ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო უცხოელი მეცნიერის სტატუსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ტიმოთი ბლაუველტს მიენიჭა;
  •  საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო მეცნიერის სტატუსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ თამარ მახარობლიძეს მიენიჭა;
  • 2017 წლის საუკეთესო სამეცნიერო-კვლევით ჯგუფად დასახელდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები და პროფესორები: თემურ ზაქარაშვილი, ვასილ კუხიანიძე და დავით ქურიძე.

საქართველოში სამეცნიერო დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დამსახურების სერტიფიკატები მიენიჭათ:

  •  2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის წამახალისებელი სერტიფიკატი ლევან მუმლაძეს მიენიჭა.
  • 2017 წლის საუკეთესო მეცნიერის დამსახურების სერტიფიკატი დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თემურ ზაქარაშვილს მიენიჭა.           
  • 2017 წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევით ჯგუფს – ­ომარ კურტანიძე, მაია ნიკოლაიშვილი, ლორანდ სიგუა – ფუნდამენტურ მეცნიერებებში შეტანილი წვლილისათვის დამსახურების სერტიფიკატი მიენიჭა.       

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს მეცნიერებს ამ დიდ წარმატებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ: http://mes.gov.ge/content.php?id=7726&lang=geo

ბანერები