ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ახალი პუბლიკაციები

ახალი ამბები

Erasmus+ ჟან მონეს ქსელის პროექტის „ევროპასთან დაკავშირება პერიფერიაში (Linking to Europe at the Periphery (LEAP) ფარგლებში გამოიცა ორი ახალი წიგნი, რომლებიც იკვლევს ევროკავშირის გავლენას მის პერიფერიაში არსებულ ქვეყნებზე. გამოცემებში შესულია მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორების, დავით აფრასიძისა და გიორგი გვალიას კვლევები.

პროფესორ აფრასიძის კვლევა "From Dreaming of to Dealing with Europe: How the Political Elite in Georgia Frames and Contests the EU" ჰელსინკის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ დაბეჭდილი წიგნის „ევროკავშირის პერიფერიების ხელახალი კონფიგურაცია“ ერთ-ერთი თავია.  ავტორი იკვლევს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე პოლიტიკური ელიტების აღქმას.

წიგნის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია აქ: Reconfiguring EU Peripheries.

პროფესორ გვალიას კვლევა "Contesting or Supporting? The EU Integration Project and the Georgian Youth" შესულია Springer-ის გამომცემლობის წიგნში  Imagining Europe in Times of War and Crises. ავტორი  იკვლევს, თუ როგორ აღიქვამენ ქართველი ახალგაზრდები  ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს ფართო გეოპოლიტიკური და სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით.

წიგნზე წვდომა 2024 წლის დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი ბმულზე:  Imagining Europe in Times of War and Crises

პროექტი LEAP 2022 წლის სექტემბერში დასრულდა. მას კოორდინირებას უწევდა ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ცენტრი, კერძოდ, პროფესორი ბაშაკ ალპანი. პროექტი, რომელშიც ჩართულები იყვნენ თურქეთის, კოსოვოს, საქართველოს, უკრაინისა და რუმინეთის აკადემიური და კვლევითი ინსტიტუტები, მიზნად ისახავდა აკადემიურად გამოეკვლია, როგორ ასწავლიან ევროკავშირის შესახებ კონსორციუმის წევრ ქვეყნებში და შეექმნათ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისათვის ხელსაყრელი გარემო, მათ შორის იმ ცოდნისა, რომელიც ეხება მეთოდოლოგიურ და თეორიულ გამოწვევებს, რომელთაც აწყდებიან ევროპის კვლევისას პერიფერიებში. ასევე ცდილობდა შეესწავლა, ევროკავშირი როგორ ახდენს გავლენას ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე, და შეეფასებინა ევროსკეპტიციზმის ფესვები და ევროინტეგრაციის ბარიერები ამ რეგიონებში.

2024

 

 

ბანერები