ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტების მიერ დაფუძნებული სტარტაპი Pyme GITA-ს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია

ახალი ამბები

Pyme-ის თანადამფუძნებლები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტები ბილალი და სალეჰი, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ სტარტაპზე.

ბილალი კომპიუტერული ინჟინერიის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია, რომელსაც აქვს 3-წლიანი გამოცდილება ვებდეველოპმენტისა და გუნდის მენეჯმენტის მიმართულებით E-commerce სტარტაპში.

სალეჰი კომპიუტერული ინჟინერიის მე-2 კურსის სტუდენტია. 2-წლიანი გამოცდილება აქვს ვებდეველოპმენტის მიმართულებით. მისი ძირითადი სპეციალობაა Full Stack Development.

Pyme, დასაქმების პლატფორმა, ფოკუსირებულია web3-ზე, რაც ინტერნეტის მომავალია. გუნდი გეგმავს დასაქმების პლატფორმის ჩაშვებასა და გაფართოებას, სასწავლო რესურსების დამატებასა და სოციალური პროფილების შექმნას, რაც Web3 მიმართულებით დაინტერესებულ ადამიანებს ერთმანეთთან დაკავშირებაში დაეხმარება

სტარტაპის გეგმები მომხმარებლების გაზრდასა და განვითარებას უკავშირდება, ამიტომ გუნდი აქტიურად განაგრძობს მუშაობას.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2022 წლის 9 მარტს მერვედ გამოაცხადა. 2022 წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მოცულობა 100 000-დან 150 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო აღნიშნული პროგრამის შვიდი რაუნდის ფარგლებში სულ 135 სტარტაპი დაფინანსდა.

2022 წელი

 

ბანერები