ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრებმა ბზუალა ხოჭოს ახალი სახეობა აღმოაჩინეს

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრებმა – გიორგი ჩალაძემ, ლევან კალატოზიშვილმა, ზურაბ ჯანიაშვილმა და გიორგი ბაკურაძემ – სოფელ ხევშაში (აღმოსავლეთ საქართველო) ბზუალა ხოჭოს ახალი სახეობა (Coleoptera: Carabidae) აღმოაჩინეს. ხოჭოს ეს სახეობა მიეკუთვნება Aphaonus-ის ქვეგვარს (გვარი Pterostichus), რომელიც აქამდე საქართველოში მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიიდან იყო ცნობილი. 

მეცნიერებმა ხოჭოს Pterostichus neilgaimani დაარქვეს ნილ გეიმანის,სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრის მოთხრობების, რომანების, კომიქსებისა და ფილმების ავტორის, პატივსაცემად. 

Pterostichus neilgaimani ძალიან იშვიათია (სულ ნაპოვნია ორი ინდივიდი), ცხოვრობს მიწაში და სხვა Aphaonus-ის მსგავსად მტაცებელია.

ნაშრომი გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში ''Zootaxa''.

სტატიის სრული ვერსიის სანახავად მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/95hLwB

 

ბანერები