ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასა და ბრემენის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასა და ბრემენის (გერმანია) უნივერსიტეტს შორის 7 მარტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს ორ უნივერსიტეტს შორის როგორც სასწავლო, ისე კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებას და მოიცავს შემდეგ ასპექტებს:

  • ერთობლივი კვლევების განხორციელება;
  • გაცვლითი პროგრამების შემუშავება ილიაუნის ბიზნესის სკოლის სამივე (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) საფეხურის სტუდენტებისთვის;
  • გაცვლით პროგრამების შემუშავება ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის.
ბანერები