ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო კველვითი დაწესებულებების რანჟირების სისტემაში SCImago Institutions Rankings საქართველოდან პირველ ადგილზეა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო კვლევითი დაწესებულებების რანჟირების სისტემაში (SCImago Institutions Rankings) საქართველოდან პირველ ადგილს იკავებს.

SCImago არის აკადემიური და სამეცნიერო ინსტიტუციუების რანჟრების სისტემა, რომელიც აერთიანებს ინდიკატორების სამ განსხვავებულ კომპლექტს. იგი ეფუძნება კვლევისა და  ინოვაციების შედეგების და სოციალური ზემოქმედების ინდიკატორებს, რომლებიც იზომება მათი ვებ ხილვადობით და ეფუძნება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და უდიდეს სამეცნიერო მონაცემთა ბაზას SCOPUS.

SCImago-ს 2022 წლის ინსტიტუციურ რეიტინგში მსოფლიოს მასშტაბით 8084 კვლევითი ინსტიტუცია მოხვდა და მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიოს მასშტაბით 738-ე ადგილი უკავია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 189-ზეა, ხოლო საქართველოში კი პირველი.

იხილეთ რეიტინგიhttps://bit.ly/3BPps4W

2022 წელი

ბანერები