ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი AWS აკადემიური პარტნიორი გახდა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტია ამიერკავკასიის რეგიონში, რომელიც Amazon Web Services (AWS) აკადემიური პარტნიორი გახდა

ილიაუნის გამოთვლითი ცენტრის პროფესორების მენტორობით, თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებულ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საშუალება ეძლევათ შეისწავლონ და მოემზადონ AWS სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის. კურსები წარიმართება AWS-ის ოფიციალური რესურსებისა და სასწავლო მასალების გამოყენებით, გამოცდაზე რეგისტრაცია და ჩაბარებაც განხორციელდება AWS-ის ოფიციალური საგამოცდო პლატფორმის გამოყენებით.

AWS აკადემიის მიზანია, საუნივერსიტეტო ცოდნა დაუკავშიროს პრაქტიკულ გამოცდილებას და სტუდენტებს შესძინოს ის უნარები, რაც აუცილებელია ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ინდუსტრიაში დასაქმებისთვის.

AWS აკადემია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სთავაზობს მზა და მუდმივად განახლებად სასწავლო პროგრამებს Cloud-ის ტექნოლოგიებში, რაც აუცილებელია სტუდენტის პრაქტიკული უნარების განსავითარებლად და თანამედროვე ინდუსტრიაში კონკურენტუნარიანი პროფესიონალების შესაქმნელად.

ამ ეტაპზე, 2022 წლის ოქტომბრის დასაწყისიდან შეთავაზებული იქნება AWS Cloud Practitioner-ის სერტიფიკაციისთვის საჭირო მოსამზადებელი კურსი. კურსი განკუთვნილია კომპიუტერული მეცნიერების, კომპიუტერული ინჟინერიისა და ამ მიმართულებებთან მიახლოებული საბაკალავრო პროგრამების, დაწყებითი კურსების სტუდენტებისთვის.

შემდგომში შეთავაზებული იქნება სასერტიფიკაციო კურსების სრული სპექტრი.

2022 წელი

ბანერები