ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის მხარდამჭერი წერილი

განცხადებები

თებერვალი, 2026

ჩვენ, ქვემორე ხელმომწერ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს პროფესიონალებს, გვსურს, გამოვხატოთ სერიოზული შეშფოთება საქართველოში უნივერსიტეტების ავტონომიის შეზღუდვასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების დაგეგმილ დახურვა-შემცირებასთან დაკავშირებით.

გასაუქმებელ პროგრამებს შორის არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამა. თოთხმეტი წლის განმავლობაში ამ პროგრამამ განსაკუთრებული როლი შეასრულა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც. იგი შეიქმნა და განვითარდა ჩვენი კოლეგების, პროფესორების – ნინო მახაშვილისა და ჯანა ჯავახიშვილის მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგად და იქცა ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების მომზადების ერთ-ერთ სამაგალითო პროგრამად.

პროგრამა უზრუნველყოფს მომზადებას ორი მიმართულებით – ფსიქოტრავმატოლოგიასა და სოციალურ ფსიქიატრიაში, რაც თანამედროვე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრაქტიკის საფუძველია. ორივე ეს მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრევენციაზე ორიენტირებული მიდგომებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სოციალური დეტერმინანტების გათვალისწინების თვალსაზრისით.

პროგრამა აერთიანებს სხვადასხვა პროფესიული გამოცდილების მქონე სპეციალისტებს, მათ შორის ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებს, ექიმებს, ფსიქიატრებსა და ოკუპაციურ თერაპევტებს და ამზადებს მათ მულტიდისციპლინურ გუნდებში მუშაობისთვის.

პროგრამის კურსდამთავრებულები დასაქმებული არიან ფსიქიკური ჯანმრთელობის თემზე დაფუძნებულ სერვისებში. მაგალითად, ისინი შვიდი წლის განმავლობაში უწყვეტად უზრუნველყოფდნენ უფასო მომსახურებას მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ნინო მახაშვილისა და ჯანა ჯავახიშვილის მიერ დაარსებულ უნიკალურ, ინტერდისციპლინურ, ტრანსდიაგნოსტიკურ სერვისში „კლუბი სინერგია“.

ანალოგიურად, ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები 2019 წლიდან უფასო ფსიქოლოგიურ კონსულტაციას უწევენ სერვისის საჭიროების მქონე უნივერსიტეტის სტუდენტებს ნინო მახაშვილისა და ჯანა ჯავახიშვილის მიერ დაფუძნებულ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედ პირველ სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრში.

პროგრამის გაუქმება მნიშვნელოვნად შეზღუდავს ყოველმხრივ მომზადებული სპეციალისტების განათლების შესაძლებლობას. ეს უარყოფითად აისახება როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისა და ფართო მოსახლეობისთვის სერვისების ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე, ასევე შეასუსტებს ქვეყნის აკადემიურ და კვლევით პოტენციალს ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში.

დაგეგმილი შემცირებების განხორციელება, შესაბამისად, შექმნის სერიოზული და ხანგრძლივი ზიანის რისკს როგორც მომსახურების გამწევთა პროფესიული განათლებისთვის, ასევე საქართველოში მოწყვლადი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პატივისცემით მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს დაუყოვნებლივ შეაჩერონ ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის გაუქმების ან შემცირების პროცესი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, მტკიცედ მოვითხოვთ დაგეგმილი რეფორმის გადასინჯვას და საქართველოს უნივერსიტეტებში ინსტიტუციური ავტონომიის დაცვას.

პატივისცემით,

  • პროფესორი სერ გრეჰამ თორნიკროფტი, ლონდონის სამეფო კოლეჯი, დიდი ბრიტანეთი
  • პროფესორი რობერტ ვან ვორენი, ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი, ლიეტუვა; „ადამიანის უფლებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში“ / ფედერაცია გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში (FGIP)
  • პროფესორი, დოქტორი ჯორჯ შმუკლერი, კინგს კოლეჯი ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
  • დოქტორი პეტრე ვინკლერი, „ადამიანის უფლებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში“ / FGIP, გერმანია
  • დოქტორი მარიანე შულცე, LL.M., „ადამიანის უფლებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში“ / FGIP, ავსტრია
  • დოქტორი რობ კეუკენსი, GGZ Ecademy, ნიდერლანდები
  • პროფესორი სერ საიმონ ვესელი, ლონდონის სამეფო კოლეჯი, დიდი ბრიტანეთი
  • ემერიტუს პროფესორი, დოქტორი დინ აჯდუკოვიჩი, ზაგრების უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის დეპარტამენტი; ტრავმული სტრესის კვლევის ევროპული საზოგადოების (ESTSS) ყოფილი პრეზიდენტი, ზაგრები, ხორვატია
  • პროფესორი, დოქტორი მიხალ მიიოვსკი, ჩარლზის უნივერსიტეტი, ზოგადი საუნივერსიტეტო კლინიკა, ადიქტოლოგიის დეპარტამენტი; ნარკოტიკებზე მოთხოვნის შემცირების უნივერსიტეტთა საერთაშორისო კონსორციუმის (ICUDDR) პრეზიდენტი, ჩეხეთი
  • ფსიქიატრიის ემერიტუს პროფესორი, დოქტორი არიე ი. შალევი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი და ჰადასას სამედიცინო სკოლა, იერუსალიმი, ისრაელი
  • ემერიტუს პროფესორი, დოქტორი ბერტოლდ გერსონსი, ამსტერდამის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი და ARQ ეროვნული ტრავმის ცენტრის ყოფილი უფროსი მრჩეველი, ნიდერლანდები; ტრავმული სტრესის კვლევის ევროპული საზოგადოების (ESTSS) ყოფილი პრეზიდენტი
  • პროფესორი ევალდას კაზლაუსკასი, ვილნიუსის უნივერსიტეტი, ვილნიუსი, ლიეტუვა; ტრავმული სტრესის კვლევის ევროპული საზოგადოების (ESTSS) ყოფილი პრეზიდენტი
  • პროფესორი, მედიცინის დოქტორი ინგო შეფერი, MPH, ჰამბურგ-ეპენდორფის საუნივერსიტეტო კლინიკა, ფსიქიატრიისა და ფსიქოთერაპიის კლინიკა, გერმანია; ტრავმული სტრესის კვლევის ევროპული საზოგადოების (ESTSS) ყოფილი პრეზიდენტი
  • პროფესორი ანდრეას მერკერი, ფსიქოლოგიის დეპარტამენტი, ციურიხის უნივერსიტეტი, შვეიცარია
  • ფსიქოტრავმატოლოგიის ემერიტუს პროფესორი დოქტორი როლფ ი. კლებერი, უტრეხტის უნივერსიტეტი, უტრეხტი, ნიდერლანდები
  • პროფესორი, დოქტორი რიტა როსნერი, კლინიკური და ბიოლოგიური ფსიქოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, KU აიხშტეტ-ინგოლშტადტი, აიხშტეტი, გერმანია
  • პროფესორი, დოქტორი მირანდა ოლფი, ამსტერდამის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრი (Amsterdam UMC), ფსიქიატრიის დეპარტამენტი, ამსტერდამის უნივერსიტეტი, ამსტერდამი, ნიდერლანდები
  • ფსიქიატრიის ემერიტუს პროფესორი, დოქტორი ვამიკ ვოლკანი, ვირჯინიის უნივერსიტეტი; ემერიტუს ტრენინგისა და სუპერვიზიის ანალიტიკოსი ვაშინგტონ-ბალტიმორის ფსიქოანალიტიკურ ინსტიტუტში, აშშ
  • კარილე ლევიცკაიტე, ევროპის ფსიქიკური ჯანმრთელობის (Mental Health Europe-ის) დირექტორთა საბჭოს წევრი; ფსიქიკური ჯანმრთელობის პერსპექტივები, ლიეტუვა
  • ოლენა პროცენკო, შეიარაღებული კონფლიქტების განყოფილება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECtHR)
  • პროფესორი დანიუს პურასი, სამედიცინო ფაკულტეტის ფსიქიატრიული კლინიკა, ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიეტუვა
  • პროფესორი ფილიპ დელესპოლი, მაასტრიხტის უნივერსიტეტი, ფსიქიატრიისა და ნეიროფსიქოლოგიის დეპარტამენტი, ნიდერლანდები
  • პროფესორი დომინიკ მერფი, საბრძოლო სტრესი (Combat Stress), ლონდონის სამეფო კოლეჯი, დიდი ბრიტანეთი; ტრავმული სტრესის კვლევის ევროპული საზოგადოების (ESTSS) მოქმედი პრეზიდენტი
  • ფსიქიატრიის დარგის კლინიკური პროფესორი ჯონათან ბისონი, კარდიფის უნივერსიტეტი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, კარდიფი, უელსი, გაერთიანებული სამეფო
2026
ბანერები