ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

GSPP საერთაშორისო კონფერენცია პოსტსაბჭოთა ევრაზიაში საჯარო ადმინისტრირების გამოწვევების შესახებ

ახალი ამბები

ნაზარბაევის უნივერსიტეტის საჯარო მართვის კურსდამთავრებულთა სკოლა ასტანას სამოქალაქო სერვისების ჰაბთან თანამშრომლობით დაინტერესებულ კანდიდატებს იწვევს საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენციის თემაა პოსტსაბჭოთა ევრაზიაში საჯარო ადმინისტრირების გამოწვევები.

კონფერენციის თემები ძირითადად მოიცავს შემდეგ სფეროებს:

  • საჯარო მენეჯმენტი
  • უსაფრთხოება
  • ენერგეტიკული პოლიტიკა
  • საჯარო ეკონომიკა
  • პოლიტიკა
  • საჯარო მართვის/ადმინისტრირების სწავლება
  • სამოქალაქო საზოგადოება

კონფერენცია მოიცავს ორდღიან ღონისძიებათა სერიას, მათ შორის პანელურ დისკუსიებს, მონაწილეთა მოხსენებებსა და ქალაქის ღირსშესანიშნაობათა ტურს.

დაინტერესებულმა პირებმა 2018 წლის 1-ელ აგვისტომდე უნდა წარადგინონ საკვლევი გეგმა ინგლისურ ენაზე (მაქს. 400 სიტყვა).

შეზღუდული რაოდენობის კანდიდატთათვის შესაძლებელია სამგზავრო გრანტის მოპოვება.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული

 

ბანერები