ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

გრაფიკული დიზაინის ონლაინკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

ახალი ამბები

წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა დღევანდელი ცხოვრება ალტერნატიული ტექნოლოგიური სერვისებისა და თანამედროვე პროფესიების გარეშე. დღეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა დისტანციური მუშაობის კულტურა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს შინიდან გაუსვლელად, მისთვის მოსახერხებელ გარემოში აკეთოს საყვარელი საქმე. სწორედ ასეთ პროფესიას მიეკუთვნება  გრაფიკული დიზაინი – ვიზუალური კომუნიკაცია, რომელიც გვეხმარება სიტყვების გარეშე ურთიერთობის დამყარებაში.

ფაბლაბ ილიაუნი აგრძელებს ტრენინგების სერიას და 5 ოქტომბრიდან სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს გრაფიკული დიზაინის უფასო ონლაინტრენინგის კურსს, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, შინიდან გაუსვლელად შეძლონ სასურველი კურსის შესწავლა და გლობალურ პლატფორმაზე მუშაობა. კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან Adobe Illustrator CC-ს.

კურსის მიზანია მონაწილეებს გააცნოს გრაფიკულ პროგრამებთან მუშაობის პრინციპები და თანამედროვე ტენდენციები.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კურსის გავლა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი საჯარო და კერძო სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.

როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2020 წლის 3 ოქტომბრისა. 

სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/gQghr62WgKezwTeW6

პროექტში მონაწილეობა შეუძლია 50 მოსწავლეს, შესაბამისად, ადგილები შეზღუდულია.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2020 წლის 4 ოქტომბრისა.

ფაბლაბ ილიაუნი –https://bit.ly/2IOWh7Z

ბანერები