ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

GONAEC - ცენტრის შეთავაზება აბიტურიენტებს, მეთორმეტეკლასელებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს

ახალი ამბები

goNaec ცენტრის ახალი პროექტია, რომელიც აბიტურიენტების, მათი მშობლებისა და სტუდენტების თხოვნისა თუ მოლოდინის გათვალისწინებით შეიქმნა და ითვალისწინებს ცოდნისა და უნარების შემოწმებას, დიაგნოსტირებას. 2016 წელს პროექტის საპილოტე ვერსია გამოიცადა, ანალიზის შემდეგ კი ორი ქვეპროექტი მომზადდა:

  • @Naec - ტესტირების გავლა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში;
  • BeNaec - ტესტირების გავლა ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან.

2017 წელს შეთავაზება ზოგად უნარებს, მე-12 კლასის 4 გამოცდას და საერთო სამაგისტრო გამოცდის სამ, არჩევითბოლოიან ნაწილს ეხება. 2017 წლის შემოდგომიდან ჩამონათვალი გაიზრდება.

BeNaec GeCat - გამოსაშვები გამოცდების რეპეტიცია Naec-თან ერთად

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და ყველა მსურველს სთავაზობს გამოსაშვები გამოცდების ანალოგიური ტესტირების გავლას ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენა, ისტორია. ტესტირებისას გამოყენებული იქნება ახალი, სპეციალურად ამ პროექტისათვის შექმნილი დავალებები. რეგისტრაციისა და ტესტირების გავლა 10 მარტიდან შესაძლებელი იქნება ვებგვერდებზე: www.naec.gov.ge და online.naec.ge

მსურველები, მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ, ცენტრის ვებგვერდებიდან, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით გაივლიან ტესტირებას. პროგრამა იმავე ალგორითმით შეაფასებს მონაწილეებს, როგორც ეს გამოსაშვებ გამოცდებზე ხდება. მიღებულ შეფასებას მონაწილე ეკრანზე დაინახავს.
დეტალურად

@Naec - ზოგადი უნარების გამოცდის იმიტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში

ადიაგნოსტიკო ტესტირება - შეამოწმე შენი თავი Naec-თან ერთად

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს სთავაზობს ზოგადი უნარების ტესტირებაში მონაწილეობას. შეთავაზება ეხება როგორც მეთორმეტეკლასელებს, ისე სკოლადამთავრებულებს. ტესტირების გავლა მეთერთმეტეკლასელებსაც შეეძლებათ - ისინი ტესტის მოკლე ვერსიაზე იმუშავებენ. მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, გაიარონ ტესტირება სპეციალურად ორგანიზებულ საგამოცდო სექტორში ზედმიწევნით დაცული საგამოცდო პროცედურებით. ტესტირებისათვის რეგისტრაცია 27 მარტს დაიწყება. მსურველებმა უნდა გადაიხადონ ტესტირების საფასური და გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდებზე: www.naec.gov.ge ან online.naec.ge. ტესტირებისას გამოყენებული იქნება სრულიად ახალი დავალებები (პროექტის ფარგლებში გამოყენებული დავალებები არ გამოქვეყნდება). შედეგს მონაწილე მიიღებს ტესტირების დასრულებისთანავე.
დეტალურად

@Naec - საერთო სამაგისტრო გამოცდის იმიტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში

სადიაგნოსტიკო ტესტირება - შეამოწმე შენი თავი Naec-თან ერთად

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მაგისტრანტობის კანდიდატებს სთავაზობს ტესტირების გავლას საერთო სამაგისტრო გამოცდის სამ ნაწილში - წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, გაიარონ ტესტირება სპეციალურად ორგანიზებულ საგამოცდო სექტორში ზედმიწევნით დაცული საგამოცდო პროცედურებით. ტესტირებისათვის რეგისტრაცია 27 მარტს დაიწყება. მსურველებმა უნდა გადაიხადონ ტესტირების საფასური და გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდებზე: www.naec.gov.ge ან online.naec.ge

ტესტირებისას გამოყენებული იქნება სრულიად ახალი დავალებები (პროექტის ფარგლებში გამოყენებული დავალებები არ გამოქვეყნდება). შედეგს მონაწილე მიიღებს ტესტირების დასრულებისთანავე.
დეტალურად

ბანერები