


Global Green Challenger 2024
ახალი ამბები
15-21 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა კვირეულს Global Green Challenger 2024, რომელიც გაიმართა ინჰას უნივერსიტეტისა და ულსანის უნივერსიტეტის კლიმატის კრიზისის რეაგირების საკითხებზე მომუშავეკვლევით ჯგუფებთან თანამშრომლობით: Climate Crisis Response Humanities Utmost Sharing System (ინჰას უნივერსიტეტი); HUSS Interdisciplinary Program on Climate Change (ულსანის უნივერსიტეტი); Future Vehicle Technology Convergence and Open Sharing System (ინჰას უნივერსიტეტი); Secondary Battery Convergence and Open Sharing System (ინჰას უნივერსიტეტი). ღონისძიება ჩატარდა საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, რომელიც კორეის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მასში ინჰას უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობს 4 კორეული უნივერსიტეტი.
კვირეულში მონაწილეობდნენ ინჰასა და ულსანის უნივერსიტეტების პროფესორები და სტუდენტები.
ლექციები და სამუშაო შეხვედრები გაიმართაა თბილისსა და ილიაუნის ალპური ეკოლოგიის ყაზბეგის კვლევით ბაზაზე. სტუდენტებმა მოისმინეს მოხსენება კლიმატური ცვლილებები მიზეზებსა და შედეგებზე საქართველოს მაგალითზე, კორეულ-ქართული შერეული სამუშაო ჯგუფების ფარგლებში შეიმუშავეს გლობალური კლიმატური გამოწვევების საპასუხო იდეები და პროექტები, რომლებიც დასკვნით დღეს წარადგინეს ჰაკათონზე.
კორეელი და ქართველი პროფესორების მიერ დაკომპლექტებული ჟიურის გადაწყვეტილებით ჰაკათონის გამარჯვებული გახდა სამი გუნდი, რომელთა წევრი ილიაუნის სტუდენტები ინჰას უნივერსიტეტის მიწვევით მონაწილეობას მიიღებენ კორეაში დაგეგმილ სასწავლო ტურში. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას!
გამარჯვებული სტუდენტები და პროექტები:
- ელისაბედ ტრამაკიძე, იონგბომ პარკი – "Cooperative Logistics Platform: Eco-optimized Solutions in Logistics"
- მარიამ შიოშვილი, ჰან კიმი – "The Tomorrow of Climate Crisis: Soil"
- გიორგი თოლორაია, ვონუ ნამი, სანგბუმ ჰიონგი – "Reducing Negative Effects on Climate Change by Minimizing Energy Waste"
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მომავალ წლებშიც უმასპინძლებს Global Green Challenger პროგრამას საქართველოში.
2024