ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

გიორგი ქადაგიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი გახდა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის საბჭომ დღეს ბიზნესის სკოლის დეკანის მოვალების შემსრულებლად გიორგი ქადაგიძე აირჩია.

გიორგი ქადაგიძე 2016 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორია.

2009-2016 წლებში იგი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე და ბანკის პრეზიდენტი; იგი ასევე იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ალტერნატიული მმართველი და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მმართველი საქართველოს მხრიდან.

უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის პოსტს აქამდე ნინო პატარაია იკავებდა, რომელიც ილიაუნის ბიზნესის სკოლის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გახდა.

ბანერები